პოლიციამ ბათუმში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
დაკავებულია ერთი ადამიანი. ის წარსულში ნასამართლევია. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირებისას, ერთი ადამიანი ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. დანა ნივთმტკიცებად არის ამოღებული. დანაშაული 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.