შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 34 ადამიანი დააკავა
მათ შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, ასევე მსხვილი ნარკორეალიზატორები. გაშიფრულია ნარკოტიკების რეალიზაციის სქემებიც. ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა ნარკოტიკი, დაფასოებისთვის საჭირო მასალები, თანხა, არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალები. დანაშაულები 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრმა თქვა რომ პოლიციელები იბრძვიან იმისთვის, რათა ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ აღიკვეთოს ნარკოტიკების გავრცელება.
