ფიფა 2025 წლის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში დღეს ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ნიუ ჯერსიში მადრიდის „რეალს“ შეხვდება
მნიშვნელოვანი დაპირისპირების წინ პსჟ-სა და საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ინტერვიუ მისცა ავტორიტეტულ გამოცემას. ქართველმა ფეხბურთელმა სეზონი შეაჯამა და „რეალთან“ მოახლოებულ მატჩზეც ილაპარაკა. კვარაცხელიას ანგარიშზე ხუთ მატჩში 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა. „რეალსა“ და „პსჟ-ს“ შორის შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
