საფრანგეთში ტყეში გაჩენილი ხანძრის გამო 13 ადამიანი დაშავდა
მათ შორის 9 მეხანძრეა. ცეცხლმა 700-ს ჰექტარზე მეტი ფართობი მოიცვა. ძლიერი კვამლია ქალაქ მარსელში. დახურულია აეროპორტი. შეჩერებულია მატარებლების მიმოსვლაც. უცნობია, როდის განახლდება მათი მუშაობა. ესპანეთში კი, კატალონიაში, ტყის ხანძრის გამო, 18 ათასზე მეტი ადამიანი იზოლირებული აღმოჩნდა. სამაშველო სამსახურებმა სტიქიის ზონიდან მოსახლეობის ნაწილის ევაკუაცია შეძლეს, დანარჩენებს კი სახლიდან გასვლა აეკრძალათ. ხანძრის კონტროლი ძლიერი სიცხისა და ქარის გამო ვერ ხერხდება.
