განათლებისა და რეგიონული განვითარების მინისტრებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს
განიხილეს სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები. საკრებულოში გამართულ შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარე, დედაქალაქის ვიცე-მერი და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პირველი სექტემბრიდან, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს უფლებამოსილება შესაბამის სამინისტროებზე გადანაწილდება.
