რასა იუკნევიჩიენეს რეზოლუციის განხილვა ფაქტობრივად ცარიელ დარბაზში
ოპოზიციის მოკავშირე ევრო დეპუტატებისგან მოვისმინეთ ტრადიციული გზავნილები დემოკრატიის უკუსვლაზე, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასა და საპარლამენტო არჩევნებზე. ევროკომისარი მარტა კოსი კი წუხს ენჯეოების დაფინანსებაზე. ევროპარლამენტარებს დარბაზშივე კოლეგებს რეზოლუციის პროექტი დაუწუნეს, ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაზე მიუთითეს და თქვეს, რომ მხარს არ დაუჭერენ დოკუმენტს. კენჭისყრა დღეს გაიმართება.