ფონ დერ ლაიენის სკანდალი
ვიდრე ევროპელი ბიუროკრატები საქართველოს შიდა პოლიტიკით არიან დაკავებულები, ევროპულ სტრუქტურებში მნიშვნელოვანი პრობლემებია. ხმაურის ფონზე წარიმართა დებატები ევროპარლამენტში. ევროკომისიის პრეზიდენტობის მეორე ვადის დასაწყისში ურსულა ფონ დერ ლაიენს პარლამენტისთვის განმარტებების მიცემა უწევს და იმის მტკიცება, რომ ევროპული ღირებულებების ერთგულია. ხუთშაბათს ევროპარლამენტი მის ნდობის საკითხს უყრის კენჭს. პარლამენტში განხილვისას კი ყველა პოლიტიკურ ძალას ჰქონდა საშუალება დაეფიქსირებინა პოზიცია კომისიის ამჟამინდელი შემადგენლობის მუშაობაზე. უმრავლესობა მოქმედი პრეზიდენტის მომხრეა, მაგრამ სკანდალი მითუმეტეს ფინანსური არავის სურს.

სიუჟეტის ავტორი: ქეთევან ქარდავა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები