სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული პირის სასამართლო პროცესი დაიწყო
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული პირის სასამართლო პროცესი დაიწყო. 72 წლის, იურაი ცინტულა ფიცოზე თავდასხმას აღიარებს, თუმცა მისი ადვოკატი განმარტავს, რომ ბრალდებულს პრემიერის განზრახ მკვლელობის მოტივი არ ჰქონია. ბრალდების მხარე, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმას ტერორისტულ აქტად აფასებს და ბრალდებულისთვის სამუდამო პატიმრობას ითხოვს.
