საფრანგეთის პრეზიდენტი ბრიტანეთში სამდღიანი სახელმწიფო ვიზიტით ჩავიდა
საფრანგეთის პრეზიდენტი ბრიტანეთში სამდღიანი სახელმწიფო ვიზიტით ჩავიდა. ემანუელ მაკრონსა და პირველ ლედის, პრინცი უილიამი და პრინცესა ქეითი დახვდნენ. ბრექსიტის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტი პირველი ევროპელი ლიდერია, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში სახელმწიფო ვიზიტით ჩავიდა. ემანუელ მაკრონს დღეს მეფე ჩარლზი და დედოფალი კამილა უინძორის სასახლეში მასპინძლობენ. ვიზიტის მიზანი, საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის პოლიტიკური კავშირის გაძლიერების აღნიშვნაა. მაკრონი კირ სტარმერთან შეხვედრისას უსაფრთხოების, თავდაცვის, ატომური ენერგიისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით თანამშრომლობას განიხილავს.
