კრემლში აცხადებენ, რომ შეერთებული შტატების მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების განახლება სამშვიდობო ძალისხმევას არ შეესაბამება და ომს გაახანგრძლივებს
კრემლში აცხადებენ, რომ შეერთებული შტატების მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების განახლება სამშვიდობო ძალისხმევას არ შეესაბამება და ომს გაახანგრძლივებს. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ დააკვირდებიან, თუ კონკრეტულად რა იარაღს გადასცემს ტრამპის ადმინისტრაცია კიევს. ამერიკის პრეზიდენტმა გუშინ განაცხადა, რომ უკრაინას დამატებით თავდაცვით იარაღს მიაწვდის. პენტაგონმა პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულება უკვე მიიღო.
