დანიის პრემიერ-მინისტრის განცხადება ევროპარლამენტში
რუსეთიდან მომავალი საფრთხეების ფონზე, ევროკავშირმა თავდაცვითი ინდუსტრია უნდა გააძლიეროს და მაქსიმუმ 2030 წლისთვის დამოუკიდებლად უზრუნველყოს ევროპის უსაფრთხოება - განაცხადა დანიის პრემიერ-მინისტრმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ, სამოქმედო გეგმა წარადგინა. მეტე ფრედერიკსენმა აღნიშნა, რომ ბოლო წლებში ევროკავშირის მიერ თავდაცვითი ხარჯების შემცირება უდიდესი შეცდომა იყო. დანიის პრემიერის თქმით, რუსეთი გადაიარაღების პროცესშია და უახლოეს 2-3 წელიწადში შეუძლია რეალური საფრთხე შეუქმნას ევროპასა და ნატოს.
