ჯანდაცვის მინისტრმა პარამედიკოსებს პროფესიული დღე მიულოცა
ჯანდაცვის მინისტრმა პარამედიკოსებს პროფესიული დღე მიულოცა. მიხეილ სარჯველაძე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორთან ერთად, რუსთავის რაიონული სამსახურის პარამედიკოსებს შეხვდა. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რუსთავის რაიონულ სამსახურში, 94 თანამშრომელია დასაქმებული, მათ შორის - 20 პარამედიკოსი. პარამედიკოსთა მომზადების პროექტი, ამიერკავკასიაში პირველად, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, 2017 წლიდან დაიწყო და გადაუდებელ შემთხვევებზე რეაგირების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.