ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ჩინეთის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის დელეგაციას შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ჩინეთის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის დელეგაციას შეხვდა. განიხილეს ორ ქვეყანას შორის შორის სამოქალაქო ავიაციის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებული საკითხები. იმსჯელეს ფრენების სიხშირის გაზრდისა და ახალი ავია მიმართულებების დამატების შესაძლებლობებზე. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მიმდინარე წლის პირველი 5 თვის მონაცემებით, საქართველოსა და ჩინეთს შორის გადაყვანილი მგზავრების რაოდენობამ 29 212 შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე 91 პროცენტით მეტია. ქვეყნები ასევე თანამშრომლობენ სატვირთო ავიაგადაზიდვების სფეროშიც, რაზეც მოთხოვნა არსებობს როგორც ქართული, ისე ჩინური ავიაკომპანიების მხრიდან.
