ნარკოპოლიტიკა - 2 დაკავებული
პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვისა და უკანონო რეალიზაციის მომზადების ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. პოლიციამ უკრაინის ორი მოქალაქე აჭარაში დააკავა. სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს ბრალდებულების მიერ, თორმეტ ადგილას სარეალიზაციოდ განთავსებული, ნარკოტიკული საშუალებები. კიდევ ერთი ადგილიდან, ასევე ამოღებულია, პოლიეთილენის პარკში მოთავსებული, სარეალიზაციოდ გამზადებული ოცი შეკვრა ნარკოტიკული საშუალება. ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია ელექტრო სასწორი. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.