უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი
პარლამენტის თავმჯდომარემ უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს უმასპინძლა. შეხვედრა უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შედგა. მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და უზბეკეთს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობა და ხაზი გაუსვეს ვიზიტების მზარდ დინამიკას. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და უზბეკეთს შორის თანამშრომლობა ტრანსპორტის მიმართულებით, რათა შუა დერეფნის პოტენციალი უკეთ იყოს ათვისებული და გაუმჯობესდეს დაკავშირებადობა ცენტრალურ აზიასთან.
