გიორგი ბარამიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების დიდ ბრიტანეთში ვიზიტი დაადასტურა
გიორგი ბარამიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების დიდ ბრიტანეთში ვიზიტი დაადასტურა. არსებული ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლონდონში დავით კეზერაშვილთან გაემგზავრა. თინა ბოკუჩავამ აეროპორტში მედიის კითხვებს არ უპასუხა. „ქრონიკის“ ინფორმაციით, კეზერაშვილთან უკვე გაემგზავრნენ პეტრე ცისკარიშვილი და ლევან სანიკიძე.