პოლიციამ არასრულწლოვანის მიმართ, ჯგუფურად ჩადენილი არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, 9 ადამიანი დააკავა
პოლიციამ არასრულწლოვანის მიმართ, ჯგუფურად ჩადენილი არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, 9 ადამიანი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე, ერთ-ერთმა დაკავებულმა არასრულწლოვანმა, ასევე არასრულწლოვანი მოტყუებით წაიყვანა თბილისში, ერთ-ერთ მეტროსადგურთან ახლოს მდებარე მიტოვებულ შენობაში, სადაც მათ სხვა ბრალდებული პირები დახვდნენ. შინაგან საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით, ადგილზე სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, დაკავებულებმა არასრულწლოვანზე ფიზიკურად იძალადეს, ასევე, ცივი იარაღით, სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს და მის მიმართ განხორციელებული ძალადობის, ფიზიკური და ფსიქიკური იძულების და ღირსების შემლახველი ქმედებების ამსახველი ვიდეო, მობილური ტელეფონით გადაიღეს. სამართალდამცველებმა ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულთა პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, მათი კუთვნილი მობილური ტელეფონები, ნაცისტური სიმბოლიკის ნივთები, ცივი და პნევმატური იარაღები ნივთმტკიცებად ამოიღეს. პროკურატურამ არასრულწლოვანის მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, ცხრავე დაკავებულს ბრალი წარუდგინა.