მმართველი გუნდი გარე ძალების მიერ დაგეგმილ ოპოზიციის ე.წ რებრენდინგზე საუბრობს
მმართველი გუნდი გარე ძალების მიერ დაგეგმილ ოპოზიციის ე.წ რებრენდინგზე საუბრობს. სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი ოპონენტები კოლექტიურ ნაცმოძრაობაში როლების გადანაწილებით საზოგადოების ნაწილის მოტყუებას ცდილობენ. 8 პარტიის მიერ თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტი და „ლელოს“ და გახარიას პარტიის არჩევნებში მონაწილეობა, „ქართული ოცნების“ შეფასებით, პოლიტიკური თამაშია. საკითხზე კომენტარი გააკეთეს „ნაციონალურ მოძრაობაშიც“.