ევროპარლამენტის ანგარიში, რომელიც რასა იუკნევიჩიენეს ავტორობით მომზადდა, მმართველი გუნდის შეფასებით, სიცრუეზეა დაფუძნებული
ევროპარლამენტის ანგარიში, რომელიც რასა იუკნევიჩიენეს ავტორობით მომზადდა, მმართველი გუნდის შეფასებით, სიცრუეზეა დაფუძნებული. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ დოკუმენტში, სადაც საუბარია ახალ არჩევნებსა და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე, იგნორირებულია ეუთო/ოდირის რეკომენდაციები და ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები. რეზოლუციის პროექტზე დებატები ევროპარლამენტში დღეს გაიმართება.
