ეუთო/ოდირი საქართველოს შესახებ განცხადებას ავრცელებს
ეუთო/ოდირი საქართველოს შესახებ განცხადებას ავრცელებს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს ოფისის მოწვევას ადგილობრივი არჩევნების დასაკვირვებლად, ეს კი საქართველოს ბოლო 20 წლის პრაქტიკისგან გამონაკლისს წარმოადგენს. მმართველი გუნდი ევროპულ სტრუქტურებში 26 ოქტომბრის არჩევნებზე ეუთო/ოდირის დასკვნის მწვავე კრიტიკაზე აკეთებს აქცენტს და განმარტავს, რომ ეუთო/ოდირის დასკვნა პირველ რიგში, ევროპულ სტრუქტურებში უნდა აღიარონ.
