განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილედ ზვიად გაბისონია დაინიშნა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილედ ზვიად გაბისონია დაინიშნა. ახალი მოადგილე სამინისტროს თანამშრომლებს მინისტრმა წარუდგინა. გივი მიქანაძემ ზვიად გაბისონიას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატება უსურვა. ზვიად გაბისონიას საჯარო და კერძო სექტორში, მათ შორის განათლების სფეროში, მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. არის არაერთი წიგნისა და სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი - საერთაშორისო კერძო სამართლის, ტექნოლოგიების სამართლის, ციფრული მმართველობის სფეროებში.
