პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად, უკანონოდ შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე, უკრაინის 2 მოქალაქე დააკავა
პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად, უკანონოდ შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე, უკრაინის 2 მოქალაქე დააკავა. სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს ბრალდებულების მიერ, თორმეტ ადგილას სარეალიზაციოდ განთავსებული, ნარკოტიკული საშუალებები. კიდევ ერთი ადგილიდან, ასევე ამოღებულია, პოლიეთილენის პარკში მოთავსებული, სარეალიზაციოდ გამზადებული ოცი შეკვრა ნარკოტიკული საშუალება. ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია ელექტრო სასწორი. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
