დღეს საფეხბურთო კლუბი „იბერია“ უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას გამართავს
დღეს საფეხბურთო კლუბი „იბერია“ უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას გამართავს. თბილისის გუნდის მეტოქე შვედეთის ჩემპიონი „მალმე“ იქნება. თამაში დღეს, „მიხეილ მესხის“ სტადიონზე 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების შეძენა ონლაინ-რეჟიმშია შესაძლებელი.
