ევროპას რუსული გაყინული აქტივებიდან 258 მილიარდი ევროს კონფისკაცია და თანხის უკრაინისთვის გადაცემა მართებს
ევროპას რუსული გაყინული აქტივებიდან 258 მილიარდი ევროს კონფისკაცია და თანხის უკრაინისთვის გადაცემა მართებს. შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის ფინანსური სამსახურის ხელმძღვანელის ამ განცხადებას ფაინენშალ ტაიმსი ავრცელებს. ფრენჩ ჰილის თქმით, უკრაინას არმიის გასაძლიერებლად და რუსულ აგრესიის მოსაგერიებლად არა პროცენტები არამედ სახსრები სჭირდება.
