ნიკოლოზ ჩხოტუას ექსპონატები
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე საქართველოს ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ქართული ემიგრაციის ცნობილი გვარის წარმომადგენლების, აფხაზი თავადების, ნიკოლოზ და ჩარლზ ჩხოტუების სახელობის დარბაზის მნიშვნელოვან ექსპონატებს გაეცნო. ღონისძიების ფარგლებში ხელი მოეწერა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. შეხვედრაზე ერთობლივი სამომავლო გეგმები და პროექტებიც განიხილეს.
სიუჟეტის ავტორი: სალომე შანშიაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
