„მუსიკალური ზაფხული 2025“ - ამ სახელწოდებით კონცერტი დღეს თელავში ჩატარდება
კულტურის სამინისტროსა და თელავის მერიის მხარდაჭერით, კონცერტი ბატონის ციხის ეზოში საღამოს 20:00 საათზე დაიწყება. ოთხი მუსიკალური საღამო სხვადასხვა რეგიონში გაიმართება. მუსიკალური პროექტი მიზნად ისახავს კულტურის ხელმისაწვდომობის გაზრდას.
