წეროვნის მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეების სარეაბილიტაციო ცენტრში, დაჭრილ-დაშავებული მებრძოლების დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში სპორტული ღონისძიებები გაიმართა
ამჯერად ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაჭრილ-დაშავებულმა სამხედროებმა პარაფრენბურთში იასპარეზეს. ტურნირში პირველობისთვის 6 გუნდი იბრძოდა. გამარჯვებული გუნდის წევრები მედლებითა და მადლობის სიგელებით სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსმა დააჯილდოვა.
