საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე და ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ
განიხილეს ფარა და „გრანტების შესახებ” კანონები. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ განემარტათ, რომ კანონები დემოკრატიულ პრინციპებს ეფუძნება და ხელს შეუწყობს გამჭვირვალე, ნდობაზე დაფუძნებულ თანამშრომლობას. რაჟდენ კუპრაშვილმა აღნიშნა, რომ არ არსებობს რაიმე სახის გარემოება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საერთაშორისო ორგანიზაციების ან კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას.
