ცესკო გმობს ყველა მცდელობას, რომელიც მიზნად ისახავს დემოკრატიული პროცესების მიზანმიმართულ დისკრედიტაციას და არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობის ხელყოფას
ლაპარაკია ეუთოს რეზოლუციაზე, რომელსაც საარჩევნო პროცესისთვის ზიანის მისაყენებლად იყენებენ. ცესკოს განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ არც ეუთო/ოდირის ანგარიშში და არც რეზოლუციაში არაფერია ნათქვამი არჩევნების გაყალბებაზე, კონკრეტული პირები მედიის საშუალებით კვლავ აკეთებენ მანიპულაციურ განცხადებებს, თითქოს არჩევნები გაყალბდა და ამას ეუთოს რეზოლუცია ადასტურებს.
