მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიციაში ე. წ რებრენდინგის პროცესი გრძელდება
პარლამენტის თავმჯდომარე ყურადღებას ამახვილებს მცდელობაზე, რომლის მიზანიც ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანაა. შალვა პაპუაშვილის თქმით, სცენარი, თითქოს „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ბრენდი, აღარ არსებობს, რეალურად კი იგივე პოლიტიკური ძალა სხვა სახელწოდებებით იყოს არჩევნებში წარმოდგენილი, გარედან არის დაგეგმილი და ორგანიზებული. ამ შემთხვევაში საუბარია გახარიას პარტიისა და ლელოს წინ წამოწევაზე.
