"ქრონიკამ" მოიპოვა თორნიკე რიჟვაძის წერილი, რომლის შინაარსიც მანამდე პრაიმ-ტაიმმა გაავრცელა
"ქრონიკამ" მოიპოვა თორნიკე რიჟვაძის წერილი, რომლის შინაარსიც მანამდე პრაიმ-ტაიმმა გაავრცელა. წერილში რიჟვაძე წერს, რომ ალეკო ახვლედიანი არაფერ შუაშია, ჩუმად აიღო იარაღი. ამავე წერილში წერია, რომ მიზეზი ერთია, აბრალებენ კორუფციას და ბარიგების მფარველობას. თორნიკე რიჟვაძე ასევე წერს, რომ აქვს ბიძინა ივანიშვილისა და პრემიერ-მინისტრის იმედი, რომ დაიცავენ მის ოჯახს.