შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, შეხვედრები გამართა ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული სოფლებში. თეა ახვლედიანმა მოსახლეობას კამპანიის მიზნები და ადგილობრივებისთვის შექმნილი შესაძლებლობები გააცნო. ძირითადად დისკუსია ჯანდაცვისა და დასაქმების საკითხებზე გაიმართა. სიტყვით გამოვიდნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული და საგარეჯოს მერი.
