ცენტრალური საარჩევნო კომისია განცხადებას ავრცელებს
ეუთოს რეზოლუციას დაინტერესებული მხარეები საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისა და ზოგადად საარჩევნო პროცესის დასაზიანებლად იყენებენ - განცხადებას ცენტრალური საარჩევნო კომისია აქვეყნებს. განცხადებაში წერია რომ მიუხედავად იმისა, რომ არც ეუთო/ოდირის მიერ პარლამენტის არჩევნებთან დაკავშირებით გავრცელებულ ანგარიშში და არც ეუთოს რეზოლუციაში საუბარი არ არის არჩევნების გაყალბებაზე, კონკრეტული პირები მედიის საშუალებით კვლავ აკეთებენ მანიპულაციურ განცხადებებს, თითქოს არჩევნები გაყალბდა და ამას ადასტურებს ეუთოს რეზოლუცია. ცესკო მკაცრად გმობს ყველა მცდელობას, რომელიც მიზნად ისახავს დემოკრატიული პროცესების მიზანმიმართულ დისკრედიტაციას და არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობის ხელყოფას.
