რუსეთმა ხარკოვის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით მიიტანა იერიში
რუსეთმა ხარკოვის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით მიიტანა იერიში. უკრაინული მედიის ცნობით, ოკუპანტთა სამიზნე ავტომანქანა გახდა, რომელშიც 2 ბავშვი იმყოფებოდა. 8 წლის ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა, 4 წლის ბიჭი კი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ასევე დაჭრილია 40 წლის მამაკაცი.
