საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი
საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო მეოთხედ ფინალში მადრიდის „რეალი“ დორტმუნდის „ბორუსიას“ შეხვდა და 3-2 დაამარცხა. ანგარიში მე-10 წუთზე ტურნირის აღმოჩენა გონსალო გარსიამ გაიტანა. სხვაობა კი ფრან გარსიამ გაზარდა. მსაჯიის მიერ კომპენსირებულ დროში კი 3 გოლი გავიდა. დორტმუნდმა ანგარიში 93 წუთზე შეამცირა, თუმცა ერთ წუთში კილიამ მბაპემ ტურნირზე პირველი გოლი მიითვალა. საბოლოო შედეგი კი მე-8 დამატებთ წუთზე დაფიქსირდა. რეალი ნახევარფინალში გავიდა, სადაც 9 ივლისს, თბილისის დროით 23 საათზე, ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ ჟერმენს შეხვდება.