„სენტ ეტიენი“ ახალი სეზონისთვის ემზადება
„სენტ ეტიენი“ ახალი სეზონისთვის ემზადება და ამხანაგური მატჩი შვეიცარიული ეტუალის წინააღმდეგ ჩაატარა. ფრანგულმა გუნდმა მეტოქე 3-1 დაამარცხა, ერთი გოლი ზურიკო დავითაშვილის ანგარიშზეა. „სენტ ეტიენი“ მომდევნო ამხანაგურ მატჩს 12 ივლისს, „ტრუასთან“ გამართავს, ხოლო ლიგა ორის პირველ ტურში 8 აგვისტოს, სტუმრად „ლავალს“ შეხვდება.