ლეგენდარული ოზი ოსბორნი და მისი ბენდი „ბლექ საბათი“ სცენას დაემშვიდობნენ
ლეგენდარული ოზი ოსბორნი და მისი ბენდი „ბლექ საბათი“ სცენას დაემშვიდობნენ. გრანდიოზული ფინალური შოუ მუსიკოსის მშობლიურ ბირმინგემში, სტადიონ „ვილა პარკზე“ გაიმართა და მას 40 000 ადამიანი დაესწრო. კონცერტში სახელწოდებით „უკან დასაწყისისკენ“ „მეტალიკა“, „განზ ენ როუზი“, „როლინგ სთოუნზი“ და სხვა ლეგენდარული ჯგუფები მონაწილეობდნენ. შოუ მსახიობი ჯეისონ მომოას მიყავდა. ფინალში სცენაზე თავად ოზი ოსბორნიც გამოჩნდა. 76 წლის მუსიკოსმა, რომელსაც პარკინსონის დაავადება აქვს, თავისი ცნობილი ჰიტები შეასრულა. ბილეთების გაყიდვით მიღებული თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება.
