დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის ნახევარზე მეტი მოქმედი მთავრობით უკმაყოფილოა
დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის ნახევარზე მეტი მოქმედი მთავრობით უკმაყოფილოა. ბოლო გამოკითხვის შედეგებით, რესპოდენტთა 55% თვლის, რომ კირ სტარმერის მთავრობა არასწორ პოლიტიკურ კურსს ატარებს. კითხვაზე, იზიარებს თუ არა პრემიერ-მინისტრი გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობის საერთო ღირებულებებს, გამოკითხულთა 63%-ის პასუხი უარყოფითია. 46% კი თვლის, რომ მთავრობაში სტარმერის მოსვლის შემდეგ მათი ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა.
