პოლიციამ თბილისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა
პოლიციამ თბილისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა. დაკავებულია 3 პირი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები თბილისში ღამის საათებში, აირის პისტოლეტის გამოყენებით, თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალქეს. იარაღის დემონსტრირებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოსთხოვეს თანხა და ნივთები. უკანონოდ დაეუფლნენ კომპიუტერულ ტექნიკას, სხვადასხვა ძვირადღირებულ ნივთებს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მიმდინარეობს გამოძიება.
