ილონ მასკი ახალ პოლიტიკურ პარტიას „ამერიკის პარტიას“ აფუძნებს
ილონ მასკი ახალ პოლიტიკურ პარტიას „ამერიკის პარტიას“ აფუძნებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. „თქვენ გსურთ ახალი პოლიტიკური პარტია და მიიღებთ კიდეც, როდესაც საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის გაკოტრებას ფლანგვითა და კორუფციით. ჩვენ ერთპარტიულ სისტემაში ვცხოვრობთ და არა დემოკრატიაში. დღეს ამერიკული პარტია შეიქმნება იმისთვის, რომ თქვენი თავისუფლება დაგიბრუნოთ“, – აცხადებს მასკი.