უკრაინის ხელისუფლებამ ყოფილ პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს ევროპაში ვიზიტები დაუბლოკა
უკრაინის ხელისუფლებამ ყოფილ პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს ევროპაში ვიზიტები დაუბლოკა. ამის შესახებ მისი პოლიტიკური პარტიის, „ევროპული სოლიდარობის“ პრესსამსახური იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, პოროშენკო 4 ივლისს მადრიდში, 10 ივლისს კი რომში გეგმავდა ჩასვლას, სადაც უკრაინის აღდგენის საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციას უნდა დასწრებოდა. აპრილში კიევმა პოროშენკოს შეერთებულ შტატებში ვიზიტის უფლება არ მისცა, სადაც ის ტრამპის გუნდის წარმომადგენლებს უნდა შეხვედროდა.
