ტეხასში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ტეხასში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. „სიენენის“ მონაცემებით, სტიქიამ 50 ადამიანი იმსხვერპლა. დაღუპულთა შორის 15 ბავშვია. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები სტიქიური უბედურების ზონაში ამ დრომდე გრძელდება. ადგილზე იმყოფება ამერიკის შიდა უსაფრთხოების მინისტრი კრისტი ნოემი.
