იტალიაში მიმდინარე ევროპის 20 წლამდე ჩემპიონატი ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავეებისთვის წარმატებულად მიმდინარეობს
იტალიაში მიმდინარე ევროპის 20 წლამდე ჩემპიონატი ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავეებისთვის წარმატებულად მიმდინარეობს. კონტინენტის პირველობის გამარჯვებულები კონსტანტინე პეტრიაშვილი და დავით ჭეჭელაშვილი გახდნენ. გადამწყვეტ შეხვედრაში ლეგენდარული გენო პეტრიაშვილის უმცროსმა ძმამ საფრანგეთის სახელით მოასპარეზე აშაბ ბაბაევი 10:0 დაამარცხა. ჭეჭელაშვილმა კი აზერბაიჯანელ სპორტსმენს ასევე 10:0 აჯობა.