„ოქსიგენ ფესტი“ წელს, რუსთავის სკოლების ოქროს და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოების ცერემონიით გაიხსნა
„ოქსიგენ ფესტი“ წელს, რუსთავის სკოლების ოქროს და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოების ცერემონიით გაიხსნა. წელს, რუსთავს 141 ოქროს და 21 ვერცხლის მედალოსანი ჰყავს. ღონისძიებას განათლების მინისტრი გივი მიქანაძე დაესწრო. დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ, „ოქსიგენ ფესტის“ მუსიკალური ნაწილი დაიწყო. „ოქსიგენ ფესტი“ სხვადასხვა მუსიკალურ ჯგუფს და ფესტივალის სტუმრებს, ორი დღის განმავლობაში უმასპინძლებს.
