საპატრულო პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე ბათუმში 1 პირი დააკავა
საპატრულო პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე ბათუმში 1 პირი დააკავა. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღები, 14 საბრძოლო ვაზნა და რამდენიმე მჭიდი.