პასუხი დეზინფორმაციას
ეუთოს რეზოლუციის საკუთარი სურვილის შესაბამისად წარმოჩენის მცდელობისას ოპოზიცია ლოგიკას გასცდა და დაიკარგა. ჯერ იმის მტკიცებას ცდილობდნენ, რომ მმართველმა ძალამ ისეთ რეზოლუციას დაუჭირა მხარი, სადაც ჯო უილსონის ფრაზა ახალი არჩევნების შესახებ იყო მოყვანილი. მას შემდეგ, რაც ეუთომ დეტალები გაახმიანა, უკვე პირიქით ირწმუნებოდნენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არ დაუჭირა მხარი რეზოლუციას, რომელშიც სირიისთვის მოწოდება იყო, რომ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება უკან წაეღო. ამ საკითხში კი საერთოდ მთავარი მომენტი გამოტოვეს, რომ აღნიშნული ჩანაწერის ინიციატორი ქართული დელეგაცია იყო. მოკლედ ერთდღიანი წვალების შემდეგ, დღის ბოლოს გაირკვა, რომ ოპოზიციის ყველა მცდელობა მცდარი აღმოჩნდა

სიუჟეტის ავტორი: მარიამ ლორთქიფანიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები