დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი და საფრანგეთს პრეზიდენტი 10 ივლისს ლონდონში „მსურველთა კოალიციის“ მორიგ სხდომას გამართავენ
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი და საფრანგეთს პრეზიდენტი 10 ივლისს ლონდონში „მსურველთა კოალიციის“ მორიგ სხდომას გამართავენ. უკრაინის მხარდამჭერთა შეხვედრა ლონდონში ემანუელ მაკრონის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართება. გავრცელებული ცნობით, სხდომას დაესწრებიან ევროპული სახელმწიფოების ლიდერები, მათ შორის, გერმანიის კანცლერი და იტალიის პრემიერ მინისტრი. სამიტის მონაწილეები უკრაინაში სამხედრო ძალების გაგზავნის საკითხს განიხილავენ
