გერმანიის ელჩის მორიგი წინააღმდეგობა ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციასთან
გერმანიის ელჩის მორიგი წინააღმდეგობა ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციასთან. პიტერ ფიშერი „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ „დიფ სთეითი“ არ არსებობს, მაშინ როცა დონალდ ტრამპმა „დიფ სთეითს“ ბრძოლა დიდი ხანია გამოუცხადა. საქართველოში გერმანიის ელჩი ასევე საუბრობს ელენე ხოშტარიაზე და ამბობს რომ ის რადიკალი არ არის. ოპოზიცია არ უარყოფს თავიანთი თანამებრძოლის, ელენე ხოშტარიას რადიკალურ ქმედებებს, მმართველ გუნდში კი ამბობენ რომ ვენის კონვენციის ჩარჩოებს გაცდენილი ელჩი, არამხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას, არამედ ქართულ საზოგადოებას უპირისპირდება
