იტალიურმა „რომამ“ გიორგი მიქაუტაძის შეძენისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
იტალიურმა „რომამ“ გიორგი მიქაუტაძის შეძენისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა. „ლა გაზეტა დელო“ სპორტის ინფორმაციით, კლუბმა „ლიონს“, პირველი შეთავაზება გაუკეთა. ავტორიტეტული გამოცემის ცნობით, „რომას“ ხელმძღვანელობამ ფრანგულ კლუბს ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ 18 მილიონი შესთავაზა, რასაც ბონუსების სახით 2 მილიონი დაემატება. ჯერჯერობით ფრანგების პოზიცია უცნობია, იტალიურ მედიაში კი იწერება, რომ მოლაპარაკებები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და შესაძლოა ყველაფერი უმოკლეს დროში გადაწყდეს