თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის 20 წლამდე ჩემპიონატი საქართველოსთვის შესანიშნავად დაიწყო
თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის 20 წლამდე ჩემპიონატი საქართველოსთვის შესანიშნავად დაიწყო. პირველ დღეს ბრძოლაში 5 ქართველი ჩაერთო, რომელთაგანაც სამი ფინალშია, ორი კი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს. ოქროს მედლისთვის 57 კილოგრამში ნიკა ზანგალაძე, 79 კილოგრამში დავით ჭეჭელაშვილი და 97 კილოგრამში კონსტანტინე პეტრიაშვილი იჭიდავებენ. დღეს კი ტურნირში კიდევ 5 ქართველი ჩაერთვება